რეგისტრაცია: ტრენინგი IT პროექტების მენეჯმენტში

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, და ჯეოლაიფი, პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ტრეინინგებს IT პროექტების მენეჯმენტისმიმართულებით.

მოცემული სასწავლო კურსის ფარგლებში, ტრეინინგებზე დარეგისტრირებული სტუდენტების ნაწილს ტრეინინგები ჩაუტარდება როგორც პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილ სივრცეში, ასევე ტექნოპარკში.

 

მოცემული ეტაპისთვის, პარტნიორ უნივერსიტეტებში, ტრეინინგზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა წინასწარ არის განსაზღვრული.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ჯეოლაიფი და სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, უნივერსიტეტებისა და მათი სტუდენტების სურვილისგათვალისწინებით, ერთობლივი ტრეინინგების დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებში, აუცილებლად განიხილავს ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებებსა თუ წინადადებებს. ჩვენთან, სამომავლო თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@geolife.ge

სასწავლო კურსის ჩატარების თარიღებია: მიმდინარე წლის 15 აპრილიდან 12 ივნისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://itpm.geolife.ge

 

 

ფოტომარათონი 2016

საინტერესო სიახლე: რეგისტრაცია ფოტომარათონისთვის დაიწყო!

თბილისის ფოტომარათონს მართავს საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან და თბილისის გოეთეს ინსტიტუტთან და კრეატიული განვითარების ცენტრთან  ერთად ზაარბრიუკენის არაკომერციული იურიდიული პირი ვიზუალური განათლების კავშირი (Augenblick e.V),  ნანტის ვიზუალური  განათლების კავშირი (L’Association pour l’Education Visuelle).
ამ კონკურსის ფარგლებში მოყვარულმა ფოტოგრაფებმა 24 საათის განმავლობაში უნდა გადაიღონ 6 სავალდებულო და 18 ნებაყოფლობითი ფოტოსურათი შემოთავაზებულ 24 თემაზე.
ფოტომარათონი იწყება 2016 წლის 23 აპრილს, შაბათს, გოეთეს ინსტიტუტის შიდა ეზოში (ზანდუკელის 16) და მთავრდება 2016 წლის 24 აპრილს. აღნიშნული მარათონი ერთდროულად ტარდება სამ პარტნიორ ქალაქში: ზაარბრიუკენში, ნანტსა და თბილისში.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის: http://www.goethe.de/ins/ge/ka/tif/lhr/20732126.html