You are invited!

upcoming_events

ახალი კვირა კრეატიულ კაფეში როგორც ყოველთვის მრავალფეროვანი ივენთებით და სიახლეებით იწყება. რა თქმა უნდა, მშვიდი და მყუდრო საერთო სამუშაო სივრცე დღის განმავლობაში გელოდებათ, საღამოს კი შეგიძლიათ დაესწროთ დაგეგმილ ღონისძიებებს:

ორშაბათი – 19:00
მოტივაციის საღამო – კრეატივი

ორშაბათი მძიმე დღეა, მხოლოდ კრეატიულ კაფეს ეს არ ეხება!

შეხვედრას გაუძღვება თორნიკე ჯობავა, “კრეატვინის”, “ინტეგრას” და “პანდა” ბარათის დამფუძნებელი.

თქვენ გექნებათ საშუალება ახალი პერსპექტივიდან დაინახოთ კრეატივი, და გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეს კრეატიულობა თქვენი ყოველდღიური საქმიანობის და ცხოვრების ნაწილი.

სამშაბათი – 19:00
მედიტაციის საღამო – გაკვეთილი შიშისგან

უკვე მეოთხე შეხვედრა იმ ციკლისა, რომელიც კიდევ 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
შეხვედრები ჩატარდება ყოველ სამშაბათს კრეატიულ კაფეში. მედიტაციას წაიყვანს ჩვენი ინსტრუქტორი თამუნა მამადაშვილი.

გახსოვდეთ, რომ მედიტაცია და რელაქსაცია ყოველთვის საუკეთესო საშუალებაა სტრესის შესამცირებლად.

მედიტაციის ციკლის თემები:
1.ჯანმრთელი სხეული;
2.საგვარეულო ენერგიის ძალა;
3.საუბარი სხეულთან;
4.გაკვეთილი შიშისგან;
5.შინაგანი მზე;

ოთხშაბათი – 19:00
პროექტის მენეჯმენტი – რისკების მართვა

შეხვედრაზე გაიგებთ თუ რა უნდა გაითვალისწინოთ პროექტში რისკის სახით, და როგორ უნდა იმუშაოთ რისკებზე პროექტის ინიცირებისა და განხორციელების პროცესში.

შეგახსენებთ, რომ პროექტის მენეჯმენტის იმ მონაწილეებს, ვინც 5 შეხვედრას მაინც დაესწრება, გადაეცემათ სერტიფიკატები. დაგეგმილია კიდევ 2 შეხვედრა. მომდევნო შეხვედრების თემები:
– პროექტის მონიტორინგი და შეფასება
– საპროექტო განაცხადზე მუშაობა

მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ:  creativecafetb@gmail.com

ხუთშაბათი – 19:00
გენდერული სტერეოტიპები და ადრეული ქორწინებები

რიგით მეექვსე შეხვედრა გამიამრთება თემაზე “გენდერული სტერეოტიპები და ადრეული ქორწინებები”.

ადრეული ქორწინება და გენდერული სტერეოტიპები – გიულარ იბრაგიმოვა

პროექტი “ერთად გენდერული თანასწორობისათის”. (პროექტი ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის მიერ, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით)
პროექტი მიზნად ისახავს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ადგილობრივი მოსახლეობის გენდერული ცნობიერების ამაღლებას და ქალთა უფლებების ადვოკატირებას – ქეთი ცუცქირიძე.

პარასკევი – 18:00
ფილმის ჩვენება: Kurt Cobain: Montage of Heck

ფილმი 2015 წელს გამოვიდა და ცნობილ როკ შემსრულებელს და ყველასთვის საყვარელ “NIRVANA”- ს დაამარსებელსა და გიტარისტს კურტ კობეინს ეძღვნება.

ფილმის ჩვენება გაიმართება ინგლისურ ენაზე.

 

კვირა – 16:00 – 18:00 საათამდე
Language Express • Movie Club


ძალიან კარგი ამბავი გვაქვს მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს ან გაიუმჯობესოს რუსული და ინგლისური ენის ცოდნის უნარები.

ჩვენს კაფეში ახლა უკვე შესაძლებელია მიირთვათ უგემრიელესი ყავა, გაატაროთ სასიამოვნო შუადღე მეგობრებთან ერთად, უყუროთ ფილმებს და თან ისწავლოთ რუსული და ინგლისური ენა.

კვირას, 10 აპრილს გაიმართება პირველი შეხვედრა:

16:00-17:00 რუსული ენის კლუბი, ენას ვსწვალობთ რუსული სერიალის დახმარებით: “Кухня”
17:00 – 18:00 გვექნება ჩვენება და ანალიზი ინგლისურეოვანი სერიალისა: “How I met your mother”.


დაესწარით დაგეგმილ ივენთებს, დააგემოვნეთ უგემრიელესი ყავა/ჩაი, გაატარეთ საღამო სასიამოვნო გარემოში და განიტვირთეთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს facebook გვერდს:

Creative Cafe • კრეატიული კაფე • Coworking

წარმატებულ კვირას გისურვებთ!

 


 

 

Leave a comment